ქალაქ თბილისის N152 საჯარო სკოლის IV2 კლასის მოსწავლეები ახორციელებენ პროექტს "წიგნების სამყაროში". პროექტის ფარგლებში მოსწავლეები კითხულობენ როგორც მასწავლებლის მიერ რეკომენდებულ წიგნებს, ასევე თავიანთი ნება-სურვილით არჩეულს. წაკითხული წიგნების შესახებ ინფორმაციას ისინი "მკითხველის რვეულებში" წერენ, შემდეგ კი უზიარებენ ერთმანეთს. წლის ბოლოს ყველაზე აქტიური მკითხველი და საყვარელი წიგნის შესახებ საუკეთესო პრეზენტაციის ავტორი საჩუქრად საბავშვო წიგნებს მიიღებენ.
პრეზენტაციას მოსწავლეები შემდეგი კრიტერიუმებით აფასებენ:
ა) პრეზენტატორი იცავს დროის ლიმიტს.
ბ) პრეზენტატორი ახერხებს აუდიტორიის დაინტერესებას.
გ) პრეზენტატორი მეტყველებს გამართულად.
დ) პრეზენტატორი პრეზენტაციას ამრავალფეროვნებს შესაბამისი თვალსაჩინოებით.